ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ წონასთან დაკავშირებულ განცდებზე ღიად ისაუბრა.
„უდიდესი მადლობა ყველას, იმიტომ რომ ჩემი ახალი კომპლექსის დამარცხებაში დამეხმარეთ. 48 წლის ასაკში ვარ და მანამდე წონის კომპლექსი არ მქონია. ახლა თითოეულ კილოგრამს ვაკონტროლებ ხოლმე. ბოლოს ისე ვქენი, რომ ლამის კახექსიური გავხდი და ჩემი თავი ასეთ წონაში მომწონდა. თითქმის ყველამ მომწერეთ, რომ ასე, როგორც ახლა გამოვიყურები — ახლა 55 კილოს ვიწონი — ასე უკეთესია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მუდმივად თითო-თითო კილოგრამის კონტროლი ფსიქოლოგიურად ძნელია. უდიდესი მადლობა, რომ დამეხმარეთ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მართლა დახმარება იყო. მეტს არ მოვიმატებ, მაგრამ აღარც გავხდები“, — ამბობს მაია ასათიანი ვიდეომიმართვაში.
