დიზაინერთა ჯგუფი Lampi მომხმარებელს ხისგან, მეტალისა და მინისგან დამზადებულ დეკორატიულ სანათებსა და საოფისე მაგიდებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” ჯგუფის ერთ-ერთმა დიზაინერმა, თათია ნიკოლეიშვილმა განუცხადა, მსურველებს ნივთების შეძენა 50-დან 500 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, Lampi უახლოეს მომავალში გაფართოებას და სხვადასხვა მაღაზიაში პროდუქციის შეტანას გეგმავს, ამ ეტაპზე კი შეკვეთებს მხოლოდ facebook-ის გვერდის საშუალებით იღებს. როგორც ნიკოლეიშვილმა განმარტა, სამომავლოდ დიზაინერთა ჯგუფი არამხოლოდ დეკორატიულ, არამედ საოფისე ნივთებსაც დაამზადებს.
ლამპი – სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ოთხი გოგონასგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც პროექტში: დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად მონაწილეობდნენ.
”ჩვენ გვქონდა იდეა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ GITA მაქსიმალურად შეუწყო ხელი ჩვენი იდეის განხორციელებას. ჯგუფი ყველაფერს აკეთებს სრულყოფილი და მოთხოვნადი პროდუქტის შესაქმნელად, თუმცა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენს პრობლემას სამუშაო ფართის უქონლობა წარმოადგენს”,-განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
როგორც დიზაინერმა განმარტა, Lampi-მ პროდუქციის რეალიზაცია 1 თვეა დაიწყო.