გასულ უქმეებზე ლანა დელ რეიმ ახალი სტუდიური ალბომიდან „Honeymoon“ რიგით მეორე სიმღერა „High by the Beach“ წარმოადგინა. რამდენიმე დღეში კლიპი 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მომღერლის ნამუშევარმა მორიგი რეკორდი დაამყარა. სინგლი Billboard Hot 100-ის მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა, რაც მომღერლის ყველაზე კარგი სტარტია 2015 წლის განმავლობაში.