ყველასთვის მოულოდნელად, ლანა დელ რეიმ ახალი დისკი დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ მომღერლის მეათე სტუდიური ალბომი – The Right Person Will Stay დღის სინათლეს, 2025 წლის 21 მაისს იხილავს. ფირფიტა 13 ტრეკს გააერთიანებს, რომელთაგან ლიდ სინგლი – Henry იქნება. სიმღერის რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მომავალი მუსიკალური პროექტის ანონსთან ერთად, არტისტმა გაამხილა, რომ ზაფხულში მასშტაბურ კონცერტების სერიას გამართავს. ლიმიტირებული ტურნე 23, 26, 28, 30 ივნისსა და 3 ივლისს, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში შედგება.
პერფორმანსები კარდიფის, გლაზგოს, ლივერპულის, დუბლინისა და ლონდონის ყველაზე დიდ არენებზე ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ შემსრულებელი აქამდე სრულად ქანთრით ინსპირირებულ ალბომს – Lasso აანონსებდა, რომლის წარდგენას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებდა, თუმცა მან აზრი შეიცვალა. მუსიკოსის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, კრებულზე მუშაობისას სხვა მუსიკალურ მიმართულებსაც შეეხო, რამაც უფრო მრავალფეროვანი ჟღერადობის ლონგფლეი შეაქმნევინა.
ცნობისთვის, ლანა დელ რეის ამ დროისათვის ბოლო, მეცხრე სტუდიური ალბომი – Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd 2023 წლით თარიღდება.