მომღერალი ლანა დელ რეი ჯგუფ Radiohead-ს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მოელაპარაკა. დავის საგანი სიმღერა „Get Free“ გახდა, რომელიც კოლექტივმა საკუთარ ჰიტს „Creep“ მიამსგავსა და მომღერალი პლაგიატში დაადანაშაულა.
გასულ უქმეებზე, ფესტივალ Lollapalooza-ს ფარგლებში, მომღერალმა სწორედ ზემოთ აღნიშნული სიმღრა შეასრულა და მსმენელს განუცხადა, რომ საქმე დარეგულირდა. „როგორც ჩანს, ამ სიმღერას მაშინ ვიმღერებ, როცა მომინდება“, – დაამატა მან.
Radiohead-ის მხრიდან ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.