LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა დელ რეიმ ,,კოაჩელაზე” ტეილორ სვიფტის ნაცვლად, ბილი აილიშთან ერთად იმღერა

164
gettyimages-1978656417-collage-u77323667111hup

12 აპრილს, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი, ,,კოაჩელა” დაიწყო. პირველი დღის ჰედლაინერი, ლანა დელ რეი იყო.

ამერიკელი მომღერალი ინდიოში შეკრებილების წინაშე, შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა. იყო მოლოდინი, რომ მასთან ერთად სცენას ტეილორ სვიფტი გაიყოფდა, თუმცა იმედები არ გამართლდა. ამ უკანასკნელის ნაცვლად, პუბლიკისთვის სიურპრიზად და საღამოს კულმინაციად, ბილი აილიშის გამოჩენა იქცა.

38 წლის არტისტმა ,,ჯენ-ზის” სუპერვარსკვლავთან ერთად, თავისი შემოქმედებიდან Video Games, ხოლო 22 წლის მუსიკოსის ჰიტებიდან – Ocean Eyes შეასრულა.

,,ის ჩვენი, თქვენი თაობის ხმაა. მადლიერი ვარ, რომ ახლა ჩემს გვერდით დგას და მღერის მის საყვარელ სიმღერას ჩემი შემოქმედებიდან,” – აღნიშნა ლანამ, რაზეც ბილიმ უპასუხა, რომ ის მისი არსებობის მიზეზია.

შეგახსენებთ, რომ ,,კოაჩელას” ისტორია სტარტს 1999 წლიდან იღებს. ფესტივალი ორი კვირის განმავლობაში ტარდება და 3 დღე გრძელდება. წლევანდელი მუსიკისა და ხელოვნების დღესასწაული, 12-დან 14 და 19-დან 21 აპრილის ჩათვლით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები