LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა დელ რეის თავბრუდამხვევი კარიერული გზა დიდებისკენ – მუსიკალური ისტორიები

150
FORTUNA. GE

18 წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე მის ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრება ვერ მოასწრებს. თან უნდა ითქვას, რომ ამ 18 წლიდან მთელი 9 წელი მასზე უბრალოდ არაფერი ისმოდა, ის ადგა და გაუჩინარდა. ალბათ სწორედ ამიტომაც მუსიკის ისტორიაში ყველაზე ამოუცნობ ქალს ეძახიან, ეს ლანა დელ რეია.

15-დან 18 წლამდე ცხოვრების პერიოდი არ ახსოვს, არადა ამ დროს საუკეთესო კოლეჯში სწავლობდა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში მიეძალა ალკოჰოლს, ამბობს რომ ეს მისიც ცხოვრების პირველი სიყვარულია, მაგრამ ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი. უცნაურია, მაგრამ ნიუ-იორკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მეტაფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2017 წელს ყველაფერი მიატოვა, ლეიბლთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 10 ათასი დოლარი იყო და ნიუ ჯერსიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტრაილერში ცხოვრობდა.

პირველი ალბომი ლიზა გრანტის სახელით გამოსცა, თუმცა ის წარმატებული არ გამოვიდა. ლანა დელ რეის სახელით გამოსული პირველი სიმღერა კი გახლავთ Video Games, რომელმაც იუთუბის არხზე მალევე  600 ათასი ნახვა დააგროვა. მან განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით მოდური ბრენდებიც მონუსხა, მაგალითად იყო H& M-ის სახე. ამბობს, რომ საყვარელი ბრენდია „ვერსაჩე“. სიმღერა Lust For Life მუსიკოსმა The Weeknd-თან ერთად ჩაწერა და ეს კოლაბორაცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ერთ კვირაში 33 მილიონი ნახვა დააგროვა. საინტერესოა, რომ მეხუთე ალბომის ჩაწერაში მას შონ ლენონი და იოკო ონო ეხმარებოდნენ.

მომღერალს ძალიან უყვარს ტატუები, მარცხენა ხელზე აქვს სვირინგი M-ის გამოსახულებით, ამბობს, რომ ბებიის პატივსაცემად გაიკეთა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა. მის ხელებზე ასევე აუცილებლად დააფიქსირებდით წარწერებს, „არავის ენდო “, „მოკვდი ახალგაზრდა“ და „სამოთხე.“

ლანა დელ რეი დაინიშნა შეყვარებულზე, რომელიც გაცნობის პორტალზე გაიცნო

ლანა დელ რეიმ სადებიუტო აუდიოწიგნი გაავრცელა

ამჯერად მას ორი სახლი აქვს ამერიკაში, ერთი ნიუ-იორკში, მეორე, ლოს-ანჯელესში, აქ მისი და-ძმა ცხოვრობენ. სხვადასხვა დროს ის ბარი ჯეიმს და ფრანჩესკო კაროზინის ხვდებოდა. მიაწერდნენ რომანს მერლინ მენსონთან და ექსელ როუზთან. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფობია სცენაა, რასაც წლებია ვერ მოერია. სხვათა შორის, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა ის საყვარელ მომღერლად დაასახელა.

ლანა დელ რეი ვეგეტარიანელია, ყველაზე დიდი რაოდენობით მიირთმევს შოკოლადს და ბურგერებს, უყვარს მარტივი და იაფი კერძები. სხვათა შორის ლანა დე რეის დაწერილია შერილ ქროუსთან პოპულარული ჰიტი  Ghetto Baby. თავად თავს მარტოხელა და უიღბლო ადამიანადა მიიჩნევს და ხშირად ავლებს პარალელს მერლინ მონროსთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები