LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა გალდავა: „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ ეზოში, შუახნის დევნილმა მამაკაცმა თავის დაწვის მიზნით ცეცხლი წაიკიდა… საგანგაშოა, რომ ფაქტს შესაბამისი უწყებები არ გამოხმაურებიან“

125
ლანა გალდავა

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუშინ, „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს” ეზოში, თამარაშვილის ქუჩაზე, თავის დაწვის მიზნით, ცეცხლი წაიკიდა შუახნის ასაკის დევნილმა მამაკაცმა (სახელს, გვარს, შემზარავ კადრებს შეგნებულად არ ვასაჯაროებ)“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს.

ლანა გალდავას თქმით, საგანგაშოა, რომ მომხდარს შესაბამისი უწყებები არ გამოხმაურებიან.

„ვიცით, რომ დაზარალებული მძიმე დამწვრობებით გადაყვანილია სტაციონარში. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას!

საგანგაშოა, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არ გამოხმაურებია შესაბამისი უწყებები. არსებობს უამრავი შეკითხვა: დაიწყო გამოძიება? როგორია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამართლიანად ხდება საცხოვრებელი ფართებით დევნილთა დაკმაყოფილება და ა.შ. ასევე ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ადამიანმა რამდენჯერმე სცადა სააგენტოსთან კომუნიკაციის დამყარება და შემზარავ ფაქტს წინ უსწრებდა ხმამაღალი შელაპარაკება… ფაქტია, ოფიციალური უწყებები ნაცვლად განმარტებისა, კვლავ დუმან!“, – წერს ლანა გალდავა სოციალურ ქსელში.

❗️❗️❗️ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუშინ, ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს”…

Posted by Lana Galdava on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025
magti 5g