LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „ჩვენი საგალობლები სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ერთმანეთისკენ გაწვდილი და თითქმის შეერთებული  ორი ხელის ფონზე – ყველაზე უტყუარი, ნაღდი, ერის  ნამღერი გზავნილი: ჩვენი გამოწვდილი ხელი თქვენკენ თქვენი ხელის მოლოდინში!“

875
ლანა

ცნობილი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში ქართველების მიერ გამართულ კონცერტს, სადაც სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე და სხვა მუსიკოსები მონაწილეობდნენ და აღნიშნავს:

„ჩვენი საგალობლები სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ერთმანეთისკენ გაწვდილი და თითქმის შეერთებული  ორი ხელის ფონზე – ყველაზე უტყუარი, ნაღდი, ერის  ნამღერი გზავნილი: ჩვენი გამოწვდილი ხელი თქვენკენ თქვენი ხელის მოლოდინში! იმავე განცდის გამომხატველია რუსთაველზე შეკრებილი ზღვა ხალხი, რადგანაც იქ მდგომი ყოველი ადამიანის სულშიც ის საგალობელი ჟღერს! ჩვენ ვიცით, რას გვაზიარებთ თქვენ, როცა ეს ორი ხელი შეერთდება – თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, კეთილდღეობას, ღირსეულ და უსაფრთხო არსებობას მეგობრებთან ერთად.  მაგრამ მე მინდა ამაყად ვთქვა: არც ჩვენ მოვდივართ თქვენთან ცარიელი ხელებით: მოუსმინეთ სიქსტეს კაპელაში ნამღერ, ერის ტანჯვით და სისხლით განბანილ ბგერებს და უსათუოდ იგრძნობთ: მათში მთელი ჩვენი თვითმყოფადი, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურა ირეკლება! თავისი რუსთაველით და გალაკტიონით, ჯვრით და სვეტიცხოველით, ყინწვისის ანგელოზით და ფიროსმანით, თავისი თეატრით და კინოთი… იმ გაწვდილი ხელით ჩვენ მოგვაქვს თქვენთან ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მდიდარ, მრავალფეროვან ევროპულ კულტურას კიდევ ერთი ფერი შეემატოს. მოუსმინეთ სიქსტეს კაპელაში აჟღერებულ ერთი პატარა, უნათესავო, საუკუნეთა განმავლობაში მარტოობისთვის განწირული ერის სიმღერა – ვედრებას! დაინახეთ რუსთაველზე შეკრებილი სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის, აღმსარებლობის, ეთნიკური წარმომავლობის უამრავი ადამიანი სიმბოლურად ევროპისკენ გაწვდილი ხელით! და გულით იგრძენით, რომ ეს ხელები უნდა შეერთდეს! (სხვა დანარჩენი დეტალებია: ევროკომისიის მიერ დაწესებული ვალდებულებების შესრულება, ხელისუფლებათა აუცილებელი ცვლა, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ.).

მარიკა ბაკურაძე სიქტსეს კაპელაში ქართველთა კონცერტზე: „ძლივს, ამ დონის, უნაკლო და ღირსეული ნაბიჯი ვაჩვენეთ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც და შეირგეთ, გაიხარეთ… ასეთი რთულია კარგის აღიარება და ჯანსაღი სიხარული?“

„სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება – პრეზიდენტი