LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „გუშინ შედგა ძალიან ხალხმრავალი, ლაღი მსვლელობა ვაკის გამზირზე, მსვლელობები, რომლებიც „გამოიგონა“ ჩვენმა ახალგაზრდობამ, უკვე იქცა ისტორიის კუთვნილებად! ძალიან მენანება, რომ არ ვარ მათი ასაკის.. ვხედავ, როგორ მხნედ, იმედიანად და ყიჟინით შევაბიჯებთ ევროპაში!“

185
ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეების მიერ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს თბილისში გამართულ მარშს ეხმიანება.

როგორც ლანა ღოღობერიძე წერს, „მსვლელობები, რომლებიც ქართველმა ახალგაზრდობამ „გამოიგონა“, ისტორიის კუთვნილებად იქცა“.

მაკა ჩიჩუა: „ენერგიით სავსე ვარ. მახარებს, რომ ყველა მიზნის გარშემო გავერთიანდით – მინდა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ენერგია, ასეთი ოპტიმისტური განწყობა და მაჟორული ნოტით წავიდეთ ევროპაში“

„გუშინ შედგა კიდევ ერთი, მართლა ძალიან ხალხმრავალი, მშვენიერი, ფერადი, ცეკვითა და სიმღერით გაჯერებული, ლაღი მსვლელობა ვაკის ცენტრალურ გამზირზე!

ეს გოგო-ბიჭები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებში გახვეულები, ხელში სხვადასხვა ფერის და შინაარსის ბანერებით, ხან უბრალოდ გვერდიგვერდ მოდიან, ხან ცეკვით, სიმღერით და სხვადასხვა შეძახილებით აგრძელებენ გზას, მაგრამ შენ უყურებ და გრძნობ, რომ ისინი ყოველთვის ერთობის წმინდა განცდით არიან შთაგონებულები.

ეს მრავალფეროვანი მსვლელობები თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, მსვლელობები, რომლებიც „გამოიგონა“ ჩვენმა ახალგაზრდობამ, უკვე იქცა ისტორიის კუთვნილებად! და მე ძალიან მენანება, რომ არ ვარ მათი ასაკს, (ან თუნდაც 70 წლის!), რომ მონაწილეობა მივიღო მათ მომხიბვლელ – და ამავე დროს ძალიან სერიოზულ – თამაშში!

ეს აპრილი, ეს მაისი

საქართველომ წაიღო.

უფრო მეტად წვიმა იყო,

ღრუბლიანი ცა იყო.

ყველგან ჩვენი დენა იყო,

ყველგან ჩვენი ძვრა იყო…

ეს ქვეყანა უთვალავი

ერთიანი ხმა იყო…

ეს სიტყვები მარტო რატიმ არ თქვა, ის ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ამ თვენახევრის მანძიზე დაუღალავად ეფინება ქალაქის ქუჩებს.

და სწორედ ამიტომ მოხდა საოცარი რამ: ეს „ერთიანი ხმა“ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გაიგონა!

ცნება – ქართველი ხალხი – მყარად დამკვიდრდა ჩვენი ნამდვილი მეგობრების, ევროკავშირის ქვეყნების თუ აშშ -ს პოლიტიკოსთა ლექსიკონში.

ასეთივე ერთსულოვნება სუფევდა გუშინ ორბელიანის სასახლეში, სადაც პრეზიდენტმა საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო ძალიან შთამბეჭდავი სამოქმედო ქარტია, რომელიც სწორედ ამ მსვლელობებში ჩართული ადამიანების სულისკვეთებას გამოხატავს.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

მე ისიც სიმბოლურად მეჩვენება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ეს მრავლისმთქმელი საღამო დასრულდა შესანიშნავი კონცერტით, ანუ მაღალი ხელოვნებით… ბეთხოვენის, ჰაიდნის, ყანჩელის ჰანგებით, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებით….

ხოლო ანიტა რაჭველიშვილის „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“ – ეს არ იყო უბრალოდ სიმღერა.

„შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო“… მღერის ანიტა და ამ ხმაში ისეთი ძალის ტრაგიზმია, რომ ის საქართველოს მრავალტანჯული სულის ამოძახილად მესახება! მაგრამ მე მჯერა: დღეს ჩვენ ხალხს, მისი ახალგაზრდობის მეთაურობით, შესწევს ძალა გადალახოს ეს – ჩვენი ისტორიის თანმდევი ტრაგიზმი.

მე ვხედავ, როგორ მხნედ, იმედიანად და ყიჟინით შევაბიჯებთ ევროპაში! ზუსტად ისე, როგორ დავდივართ თბილისის ქუჩებში! და იმ თანასწორთა კავშირში ვიტყვით ჩვენ სათქმელს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და მდიდარი, თვითმყოფადი, ათასწლოვანი კულტურის მქონე ერი!

(უნდა გითხრათ, რომ ბნელ საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად არც ერთი ჩვენი თანამემამულე არ მემეტება, ისიც კი, ვინც დღეს, რაღაც მიზეზების გამო, თვითონ წირავს თავს ამ ხვედრისთვის).

ლანა ღოღობერიძე: „ხელისუფალთ არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია.. გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ სულისკვეთების ჩაკვლას? ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული“

გუშინ შედგა კიდევ ერთი, მართლა ძალიან ხალხმრავალი, მშვენიერი, ფერადი, ცეკვითა და სიმღერით გაჯერებული, ლაღი მსვლელობა…

Posted by Lana Gogoberidze on ორშაბათი, 27 მაისი, 2024
magti 5g