LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაკეთოთ ვისაც რა შეგვიძლია – ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით, სიტყვით“

135
ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროინტეგრაციის შეფერხებაზე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თანამოაზრეებს მიმართავს.

მისი სიტყვებით, გამარტივებულად რომ ვთქვათ, დღეს ზედაპირზეა რამდენიმე, უტყუარი ჭეშმარიტება:

„1) საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის ალტერნატივა ბნელ წარსულში – შენიღბულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. დღეს ამ პროცესს დიდი დარტყმა მიადგა, ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება.

ევროსტრუქტურების ყველა პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, რომ ის შეჩერებულია – მას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო.

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს

2) ლოზუნგს „ომი გინდა’’ ერთადერთი პასუხი აქვს: სწორედ ომი რომ არ გვინდა, იმიტომაც ვირჩევთ ევროპას, რომელიც რეალურად არის მშვიდობის გარანტი, – ევროკავშირის დაარსების დღიდან მის ტერიტორიაზე არცერთი ომი არ ყოფილა, ამ კონტინენტზე ომის გამჩაღებელი მხოლოდ რუსეთია.

3) თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია, რაც ჩვენნაირი პატარა და მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის გაღატაკების ტოლფასია.

უფრო პირადი განცდები: ათეული წლების მანძილზე იმდენად ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი სვლა ევროპისკენ ისტორიული კანონზომიერებით არის განპირობებული და ამდენად აბსოლუტურად შეუქცევადია, რომ ეს – ქართველი ხალხის საუკუნეებით განმტკიცებული ნებით გამყარებული – რწმენა ასე ადვილად ვერ შეირყევა.

დათო ტურაშვილი: „ჩვენს პოლიტიკოსებს ყველაზე კარგად ეტყობათ, რომ არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა, არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ ჩვენ ვართ შოთა რუსთაველის ქვეყანა, რომ უთვალავი ფერი არსებობს“

მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ საბჭოთა სისტემის მანკიერებაზე ისაუბრა და წამყვანის, ასევე მწერლისა და ჟურნალისტის, დათო გორგილაძის შეკითხვებს უპასუხა.

შინაგანად ვერ გავწირავ ვერც ჩემიანებს და ვერც იმათ, ვინც დღეს სხვანაირად ფიქრობს, იმისათვის, რომ დავუშვა: ისინი განწირული არიან იმისათვის, რომ ჩემს მსგავსად, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მსგავს ქვეყანაში იცხოვრონ. უუფლებოდ, დამცირებულად. როგორც მეორეხარისხოვანი, რუსეთის ქუსლქვეშ მყოფი სახელმწიფოს შვილებს შეეფერებათ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისგაწვდენაზეა ევროპა თავისი კეთილდღეობით, მშვიდობით, უსაფრთხოებით, თანასწორობით. სადაც პიროვნებას ეხსნება თავისუფლების, სიხარულის, ცხოვრების მშვენიერების შეგრძნების სივრცე.

ეს ყველაფერი დღესაც ჩვენს ხელთაა. იმიტომ რომ მართლები ვართ. იმიტომ რომ ამას ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს.

მთავარია – არ დავყაროთ ფარ-ხმალი. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით – რისი დიდი კულტურა გამოვამჟღავნეთ ამ ბოლო ხანს, სიტყვით, ცვალებადი სიტუაციის ანალიზით და საერთო გეგმის შემუშავებით.

და რაც ყველაფრის თავი და თავია: ერთმანეთისადმი ნდობით და ურყევი რწმენით: ჩვენ გავიმარჯვებთ!“. – წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

მივმართავ თანამოაზრეებს: გამარტივებულად რომ ვთქვათ, დღეს ზედაპირზეა რამდენიმე, ჩემი აზრით, უტყუარი ჭეშმარიტება: 1)…

Posted by Lana Gogoberidze on Friday 1 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g