კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საზოგადოებას დამდეგ 2025 წელს ულოცავს და მოქალაქეებს ევროპულ ფასეულობებზე დამყარებულ ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებს.
ლანა ღოღობერიძის საახალწლო მილოცვას „ტვ პირველის“ გადაცემა „შუადღე Live“ ავრცელებს:
„მე იმედი მაქვს, რომ გავუხვევთ გზის გასაყარიდან დიდ გზაზე, იმ გზაზე, რომელიც საქართველოს გაიყვანს ჯერ ერთი სამშვიდობოს, მერე კეთილდღეობაში.
ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, რომელიც დამყარებული იქნება ერთი მხრივ ჩვენს თვითმყოფადობაზე და მეორე მხრივ, ევროპულ ფასეულობებზე, რომელიც სრულად ემთხვევა ქართულ ფასეულობებს და ასე, ერთად ვიცხოვრებთ და ერთად ავაშენებთ ძლიერ, დემოკრატიულ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს“