LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

218
Untitled

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g