ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ძაღლი გაეკიდა, ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.