LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა

93

ლანჩხუთში, სოფელ ზემო შუხუთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის საბურავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ის არხში ჩავარდა.

უწყების ცნობით, შემთხვევის დროს სატვირთო ავტომანქანაში მხოლოდ მისი მძღოლი იმყოფებოდა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა და ადგილზე სასწრაფო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ავტომობილის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g