LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

112

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანთან სატვირთო მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ის ლიანდაგებზე გადასვლას ცდილობდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g