LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

181
lelburti

ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.

შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.

ლელობურთი სახალხო დღესასწაულია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. როგორც ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, ლელობურთმა მიიღო არამატერიალური კულტუურული ძეგლის სტატუსი.

ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდენენ უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g