LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover Defender-ის შვიდი ათწლეული

17
land-rover

Land Rover-მა 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი, შეზღუდული გამოშვების მწვანე Defender-ი წარადგინა

Land Rover Defender-ი მომავალ წელს 75 წლის გახდება და ბრიტანულ ბრენდს სურს ამ საერთო მხიარულებას ავტომოყვარულთა საზოგადოებაც შეუერთდეს.

საიუბილეო მოდელი ექსკლუზიურ ფერს და პრემიუმ განახლებას მიიღებს.

ლენდ როვერმა ახლახან თავისი საყვარელი 4×4-ისთვის სპეციალური საიუბილეო შეფუთვა წარადგინა.

75-ე შეზღუდული გამოცემა ორკარიან Defender 90-სა და ოთხკარიან 110-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

Defender-ის ისტორია 1948 წლიდან იწყება. თუმცა მისი ამჟამინდელი სახელწოდებით უკვე 1983 წლიდან ხდება ცნობილი.

დეფენდერმა უგზოობის მანქანებისთვის გარკვეული სტანდარტი შექმნა. უახლესმა ვერსიამ, მეხუთე თაობის L663-მა კი თავისი უპირატესობებით ავტომობილის ავტორიტეტი კიდევ უფრო გააძლიერა.

75-ე შეზღუდული გამოცემა ამჟამინდელ Defender HSE-ზეა დაფუძნებული. 90-იც და 110-იც მხოლოდ ერთ ფერში Grasmere Green-შია წარმოდგენილი.

ეს ელფერი Defender-ზე არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი. ფერი მხოლოდ კორპუსს არ მოიცავს, ის მის ბორბლებზე, სალონზე და კარების პანელებზეც ვრცელდება.

უკანა კარზე საიუბილეო ემბლემა „75“-ია გრავირებული.  მანქანის დანარჩენი ასპექტები, ძირითადად, ხელუხლებელი დარჩა.

ამ ვარიანტის ამერიკულ ვერსიაში 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული P400 Ingenium ძრავია წარმოდგენილი. ძრავი ძალას ოთხივე ბორბალზე აგზავნის.

ძრავი მსუბუქი ჰიბრიდული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების (MHEV) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი.

„ქარხანა“ 395 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯიპს რამდენიმე პრემიუმ უპირატესობაც აქვს- მატრიქსის LED ფარები, 11.4-ინჩიანი PiviPro საინფორმაციო გასართობი სისტემა და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები