LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაპიდი ლავროვზე: ეს უპატიებელი კომენტარი და საშინელი ისტორიული შეცდომაა, ბოდიშს ველით

235
BeFunky-collage (10)

უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმოშობასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ, ისრაელი გაანაწყენა.

სერგეი ლავროვის კოლეგა, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იაირ ლაპიდი ამბობს, რომ უპატიებელი შეცდომაა, თითქოს ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა და რომ ამ განცხადების გამო, რუსეთის მხრიდან ბოდიშის მოხდას ელიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სერგეი ლავროვს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, როგორ ხსნიან უკრაინის “დენაციფიკაციის” მცდელობას, მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, რაზეც ლავროვმა უპასუხა:

“მე რა, რომ ზელენსკი ებრაელია. ეს უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მე მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ზოგი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია”, – თქვა მაშინ ლავროვმა.

“ეს არის უპატიებელი და სკანდალური კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ველით ბოდიშს. ჰოლოკოსტის დროს, ებრაელებს საკუთარი თავი არ მოუკლავთ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე უღირსი ფორმა, არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში.

მუდმივი შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ ნაცისტების ლიდერ ადოლფ ჰიტლერს ჰქონდა ებრაული წარმომავლობა, რამაც შესაძლოა განაპირობა მისი ანტისემიტიზმი და ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობა, არაერთხელ უარყვეს ისტორიკოსებმა”, – თქვა ლაპიდმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი დაიბარებენ რუსეთის ელჩს “არც ისე იოლი საუბრისათვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები