ლაქტაციის დროს შესაძლებელია თუ არა სხეულის კორექცია – თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.
მშობიარობიდან რა პერიოდის შემდეგ არის სხეულის კორექცია შესაძლებელი?
ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდგომ ქალბატონები სხეულზე მთელ რიგ ცვლილებებს ხედავენ. ეს შესაძლოა იყოს: შეშუპება, სიმძიმე, მუცლის მოდუნება და სხვადასხვა არასასურველი მდგომარეობა სხეულზე. ეს ყოველივე აისახება ახლად ნამშობიარები დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია მშობიარობიდან მე-40 დღეს, ლაქტაციის პერიოდში დაიწყოს მსუბუქი მასაჟი, აქტივობა, ვარჯიში და შეძლებისდაგვარად აკონტროლოს კვებითი რაციონი.
მშობიარობიდან 40-50 დღის შემდეგ და საკეისრო კვეთიდან 90 დღის შემდეგ შესაძლებელია მიმართოთ ესთეტიკურ მედიცინის კლინიკებს და სპეციალისტების უშუალო რჩევის საფუძველზე დაიწყოთ სხეულის გაჯანსაღებაზე ზრუნვა. პირველ რიგში მოიხსნება შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება. ნაბიჯ-ნაბიჯ სხეული დაუბრუნდება ორსულობამდელ პერიოდს.

როგორ ავიცილით ორსულობის პერიოდში სტრიების განვითარების რისკი?
ორსულობის პერიოდში ასევე საყურადღებოა მინიმუმამდე დაიყვანოთ კანზე სტრიების გაჩენის რისკი. ორსულობის პირველივე დღეებიდან კარგად დაიტენიანეთ კანი და შეეცადეთ ზედმიწევნით დაიცვათ რეკომენდაციები, რაც ორსულობის პერიოდში გაიცემა.

აპარატურული ჩარევა რა დროს არის შესაძლებელი?
აპარატურული ჩარევა შესაძლებელია უკვე ლაქტაციის დასრულებიდან, აქ მკურნალობა ინდივიდუალურად დაინიშნება.
თუ კანი მოშვებულია, ამ შემთხვევაში ინიშნება RF ლიფტინგი, ხელით მასაჟი და პრესოთერაპია, კონკრეტულად 6 – 8 პროცედურა, კვირაში ერთი ვიზიტი.
იმ შემთხვევაში თუ სხეულზე რჩება არასასურველი ცხიმი ინიშნება კავიტაცია და საჭიროების შემთხვევაში კრიო (ცხიმის მოყინვა) მასაჟი და პრესო თერაპია
ყველა პოსტ ნაორსულარ ქალბატონს ენიშნება მისთვის საჭირო პროცედურა
ყველა ქალბატონი იმსახურებს კარგ სხეულს და ესთეტიკური მედიცინა მზად არის იზრუნოს ყველა ქალბატონის გარეგნობაზე.