LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლარა კროფტს“ ალისია ვიკანდერის მონაწილეობით ჩავარდნას უწინასწარმეტყველებენ

95

ანჯელინა ჯოლის შემდეგ, ლარა კროფტის როლზე სხვა სახეს, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი ვერ ეგუება. განსაკუთრებით კი ეს დამოკიდებულება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ფილმის ტრეილერი გამოვიდა. ბევრი პროექტს ჩავარდნას უწინასწარმეტყველებს.

ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ში ფილმი საპრემიერო უქმეებზე 22 მილიონზე მეტს ვერ გამოიმუშავებს, ჯამში კი მისგან მაქსიმუმ 55 მილიონს მოელიან.

შედარებისთვის, 2001 წელს, ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით ფილმმა პირველ უქმეებზე 48 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ჯამში კი მარტო აშშ-ში მან 130 მილიონი დოლარი მოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები