LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების ტკივილია – სოსო ფხაკაძე

57
untitled-design-65

ლარი არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების ტკივილია, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს. სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ლარის კურსის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა.

„ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ღიად ვსაუბრობთ. ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ – აინტერესებთ, რა იქნება გამოსავალი. ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ერთობლივ გამოსავალზე ვფიქრობთ. არის გარკვეული მაკროეკონომიკური ბერკეტები, დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო. ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური. ახლა მთავარია, გამოვიდეთ შედეგიდან. ქვეყანაში ლარის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა და ამა თუ იმ გზით აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა სწრაფად უფასურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g