LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული: რამდენია სამართლიანი კურსი

122

ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ამაზე მეტყველებს ყველა ფუნდამენტური ფაქტორი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველა მაჩვენებელი, რომელიც კურსზე მოქმედებს, მათ შორის ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით – ამის შესახებ ”თიბისი ბანკის” ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის ზედმეტად გაუფასურება უფრო “ბაზარზე აჟიოტაჟს” უკავშირდება, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტურ ფაქტორს. შაგიძის განცხადებით, ამას ადასტურებს Renaissance Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც (twitter/Renaissance Capital), სადაც საუბარია იმაზე, რომ ემოციური ფაქტორების გამო ლარი მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა.

”თიბისი ბანკის” ფინანსური დირექტორის განმარტებით, ეროვნული ბანკის ინტერვენცია სწორი და დროული იყო.

მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის Renaissance Capital-ის ანალიზის მიხედვით, ლარი ნოემბრის დასაწყისიდან 14 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო დეკემბერის დასაწყისიდან დღემდე – 8 პროცენტით. როგორც მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, ლარი თავის სამართლიან ღირებულებას 7 პროცენტით ჩამოსცდა. Renaissance Capital-ის გათვლებით, მისი სამართლიანი ღირებულება დოლართან მიმართებით 2 ლარი და 55 თეთრია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g