LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია: გახარია

127
BeFunky-collage (3)

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია,თუმცა გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლარის კურსს შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, ლარის კურსი ზაფხულში, ინფიცირების პირველი ტალღის დროსაც გაუფასურდა მაგრამ, როგორც გახარიამ აღნიშნა, კურსი ნორმალურ ნიშნულს მალე დაუბრუნდა.

“ეროვნულ ბანკს არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ლარი გადაარჩინოს” – ვახტანგ ჭარაია

„ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენ ქვეყანაში ლარი კურსი არის სოციალური ფაქტორიც, ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებში ვართ.

გაძვირდება თუ არა ფასები პროდუქტებზე: ეკონომიკის ჩაკეტვა აუცილებელი აღარ არის

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ დამოკიდებული ემოციებსა და მოლოდინებზე. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია. შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს და მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა – არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g