LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლარი/ევრო/დოლარი – ბიზნეს სტრატეგია“ – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია გამოაქვეყნა

112
თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალურია.

დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო საქართველოს კორპორაციულ სექტორში 2013 წლიდან დღემდე, 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. აღნიშნული, ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით. ამასთან, როგორც ყოველთვის, ავტორების რჩევაა, რომ, უპირველესად, ის შეფასდეს, თუ რა ვალუტაში/ვალუტებშია კომპანია ჰეჯირებული, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვეული და მხოლოდ ამის შემდეგ, ბიზნეს სტრატეგიისა და რისკ აპეტიტის ფარგლებში უკვე შესაძლებელია ისტორიულად საკმაოდ დიდი სარგებლის მომტანი მიდგომის გამოყენება. 

თავისთავად, ჩარჩო მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, ფიზიკური პირებისთვის და, ასევე, უკვე საინვესტიციო კუთხით არის ღირებული, თუმცა, ბუნებრივია, ამ მხრივ კომუნიკაცია სულ მცირე განსხვავებულ ფორმას მოითხოვს.

მთლიანობაში, კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება, ამ შემთხვევაში, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშების კუთხით ძალზე მნიშვნელოვანია.

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g