ლარი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2519 ლარი იქნება. დღეს ეს მაჩვენებლი 2.2525 ნიშნულზე ფიქსირდებოდა.
ევროსთან მიმართებაში ლარი დღეს მცირედით 0.0033 პუნქტით გაუფასურდა. ხვალ 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.5392 ლარი იქნება.
ლარის კურსი 9 თვის შემდეგ 2.25-იან ნიშნულზე პირველად დაფიქსირდა. ეს კურსი ლარს ბოლოს გასული წლის ივლისში ჰქონდა.