ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2,4773 ლარი იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი 0.0227 პუნქტით გაუფასურდა.
რაც შეეხება ევროს, ხვალიდან მისი შეძენა 2, 6995 ლარად შეგეძლებათ, რაც 0.0241 პუნქტით გამყარების მანიშნებელია. გუშინ ლარის კურსი ევროსთან მიმართებით 2.7236 იყო.