LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს: დოლარის ფასი ოფიციალური კურსის გამოცხადებამდე იმატებს

102

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.5612 ლარია, თუმცა ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.631-ს აღწევს. კიდევ უფრო მაღალი კურსი ფიქსირდება, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.

ლარი მნიშვნელოვნად დაეცა ევროსთან მიმართებაშიც, ოფიციალური მონაცემებით, ერთი ევრო 2.9766 ლარი ღირს, თუმცა, კომერციულ ბანკებში ერთი ევროს ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა.

აღნიშნული კურსი შუადღემდე მოქმედებს. ეროვნული ბანკი ლარის ახალ, ოფიციალურ კურსს 5 საათისთვის დაადგენს.

bloomberg-ის ამ დროის მონაცემებით, დოლარის ღირებულება 2.5875-ია. ცოტა ხნის წინ, დოლარის ღირებულება 2.5915 ლარიც იყო.

საქართველოს ბანკში მოქმედი კურსი:

თიბისი ბანკში მოქმედი კურსი:

ლარმა გაუფასურება, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიდან 2 დღეში დაიწყო.

ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს არასწორ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რადგან არსებობდა იმის ეჭვიც, რომ არჩევნებამდე ეროვნული ბანკი კურსს ხელოვნურად იჭერდა. აღნიშნული ეჭვი ბანკის პრეზიდენტმა უარყო.

ნახეთ ექსპერტების მოსაზრებები ჩვენს სტატიაში: „საქართველოში ლარი პირველი იყივლებს ხოლმე“ – რატომ ძვირდება ეროვნული ვალუტა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g