LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარინგიტი

209
ლარინგიტი

ლარინგიტი ანთებითი პროცესია, რომელიც აზიანებს ყელს. დაავადება შეიძლება გაჩნდეს გრიპთან და გაციებასთან ერთად. გამოიყოფა ლარინგიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები.

დაავადების გამომწვევი მიზეზებია: გრიპი; გაციების სხვადასხვა ფორმები; პნევმონია, ბრონქიტი; ალერგიული რეაქციები; ხორხის მექანიკური ტრავმა (დამწვრობა ან დაზიანება). დამატებით ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ლარინგიტის გამოწვევა, არის შემდეგი: სამუშაო ადგილის მტვრიანობა;  სახლში ან სამსახურში ცხელი და მშრალი ჰაერი;  ცხვირით სუნთქვის პრობლემები; იოგების დაძაბვა.

ქრონიკული ლარინგიტი ხშირ შემთხვევაში ჩნდება გრიპისა და გაციების არასწორი მკურნალობის გამო. დაავადების სიმპტომებია:  ტკივილი ყლაპვის დროს;  სუნთქვის გართულება;  ყელის სიმშრალე;  მშრალი ან სველი ხველა;  ხმის შეცვლა;  საერთო მდგომარეობის გართულება;  ტემპერატურის აწევა.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ატარებს შემდეგ გამოკვლევებს: ლარინგოსკოპიას; ენდოსკოპიურ გამოკვლევებს; ზედა სასუნთქი გზების სისველის და გამონადენის გამოკვლევას. მწვავე ლარინგიტის სამკურნალოდ ინიშნება: ინჰალაცია; ყელის გამორეცხვა ბალახეულის და მედიკამენტების ხსნარებით;  სპირტის ცხელი კომპრესები ყელზე; თბილი სითხის მიღება; დაზიანებული კანის ნაწილის მოცილება;  დაზიანებული ნაწილების ვერცხლის ნიტრატით მოწვა.

ლარგინგიტის უყურადღებოდ დატოვება გამოიწვევს შემდეგი სახის გართულებებს:  ხორხის სტენოზს (ხორხის ხვრელის შევიწროვებას);  ხმის დაკარგვას.

ლარინგიტის დროს რეკომენდირებულია: ჰიგიენის ნორმების დაცვა;  გრიპისა და გაციების დროულად მკურნალობა;  გაკაჟება;  ორგანიზმის დაცვა გადაციებისგან;  სიცივეში ყელის თბილად ქონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები