ლარის გაცვლითი კურსი ბიზნესისთვის მთავარი პრობლემაა. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე აცხადებს, ეს დასტურდება ნებისმიერ კვლევაში, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ატარებს.
„ლარის გაცვლითი კურსი და მის ირგვლივ განვითარებული პროცესები უკანასკნელ წლებში, მთავარი პრობლემაა ბიზნესისთვის. ეს დასტურება ნებისმიერ კვლევაში, რომელსაც საქარველოს ბიზნეს ასოციაცია აკეთებს. ვფიქრობ, კვლევაც არ სჭირდება, რომ გაიგო ზუსტად, რაოდენ ნეგატიურ ასახვას ახდენს ლარის დევალვაცია, მისი პერმანენტული გაუფასურება. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად და პროფესიულად ვმუშაობთ შესაბამის ორგანოებთან, უწყებებთან და ერთად ვეძებთ გამოსავალს“, – ამბობს სოსო ფხაკაძე.
მისივე თქმით, არის გზები უნდა გადაიდგას და სწორედ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, სწორი მუშაობის შედეგად რაღაც გამოსავალი გამოიძებნება.