LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გაცვლითი კურსი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს

53
7603

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდი და სათათბირო საბჭო საერთაშორისო სავალუტო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ასოციაციისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და ინფლაცია, პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა, ასევე საინვესტიციო პოტენციალსა და რეგულაციების/საგადასახადო ტვირთზე.

„პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამავდროულად, გვაქვს ისეთი გარემო, რომელიც ამ პროცესს ცალსახად აფერხებს. მაგალითად, ვამკაცრებთ კერძო სექტორისთვის და ბიზნესოპერატორებისთვის რეგულაციებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, შედეგად რეგულაციების ტვირთი საქართველოში, ევროკავშირის საშუალოზე მაღალიც კია. მაგრამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უმთავრესი პრობლემა მაინც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია, რადგან უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ინვესტივია და ლარში მიღებული უკუგება საინვესტიციო პროექტების ფინანსურ ნაკადებს განჭვრეტადობას უკარგავს. შესაბამისად, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები გაცვლითი კურსის პრობლემასა და მარეგულირებელ გარემოზე, რომელთა მოწესრიგების გარეშე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g