დღევანდელი ქართული პრესა ლარის კურსიდან გამომდინარე გაძვირებული პროდუქტებით ინტერესდება.
„პრაიმ ტაიმი“ მკითხველს ბაზრიდან რეპორტაჟს სთავაზობს და წერს, რომ ლარის გაუფასურებამ ყველა პროდუქტი გააძვირა.
გაზეთი „ვერსია“ წერს, რომ მთავრობა არსებული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. ერთ-ერთ მიმართულებად დოლარიზაცია განიხილება. პრემიერის ლარის გამყარების ინიციატივა სწორედ დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარებას ეხება.
თუმცა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც წამყვანი თემაა.
ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.