LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლარიზაციის შეჩერებამ შეიძლება მოსახლეობაზე და ბიზნესზე გადაიტანოს ის რისკები, რომლებიც ლარის გაუფასურებას უკავშირდება” – ვახტანგ ჭარაია

18
Capture-27

სპეციალისტთა ერთი ნაწილი ლარიზაციის შეჩერებას რეკომენდირებს, მეორე კი აცხადებს, რომ ასეთი ზედაპირული, ცალმხრივი მიდგომა ეკონომიკურ გარემოს დააზარალებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა 2017 წლის იანვარში დაამტკიცა.

შედეგად, 200 000 ლარამდე სესხების გაცემა ბანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა.

რეფინანსირების სისტემაზე და ლარიზაციის პროგრამის ცვლილებებზე “ბიზნესკურიერის” ეთერში ეკონომისტმა, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.

მისი შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს.

მისივე თქმით, ძირითადად, ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქტზეა ფასები გაზრდილი და სწორედ მაღალი იმპორტდამოკიდებულების გამო ფიქსირდება პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასების ზრდა.

რაც შეეხება ლარიზაციას-ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ლარიზაციის შეჩერებას არ ემხრობა.

მისივე თქმით, ლარიზაციის შერბილება, თუნდაც დროებითი, სავალუტო ბაზარზე ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს.

“ლარიზაციის შეჩერებას არ ვემხრობი, თუმცა ლარიზაციის პროგრამის გადახედვას შეიძლება ჰქონდეს აზრი. ლარიზაციის შეჩერებამ შეიძლება მოსახლეობაზე და ბიზნესზე გადაიტანოს ის რისკები, რომლებიც ლარის გაუფასურებას უკავშირდება.”-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ “ფორტუნას” ეთერში საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g