ლარის კურსის ზედა ზღვარი 2,5, ქვედა კი 2,4 – ასეთი სათაურით სტატიას „რეზონანსი“ აქვეყნებს და წერს, რომ ლარმა ყველა რთული პერიოდი გადალახა და ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ დიდი მერყეობის პერიოდი დასრულდა. ახალი სტაბილური კურსი კი 2,4-2,5 ფარგლებში იქნება.
„რეზონანსი“ ასევე განაგრძობს ონლაინ სესხებზე წერას. დღევანდელ სტატიაში ყურადღება იმ ახალ რეგულაციებს ეხება, რომელიც კომპანიებმა საკუთარ ინტერესებს მოარგეს. „რეზონანსი“ წერს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ სესხების ფინანსურ მაქინაციებში მოსახლეობა ხშირად ებმება. დაუსაბუთებლად დიდია სასესხო ლიმიტები.
”მართალი ცოტა ხნის წინ მთავრობამ ონლაინ გამსესხებლებს შეუტია, მაგრამ საბოლოოდ არც მათ დააყოვნეს და ჯავრი საკუთარ მომხმარებელზე იყარეს”, – წერს „რეზონანსი“.
სტატიას სათაურით – ონლაინ გამსესხებლები ხალხის ყვლეფას არხეინად განაგრძობენ – ასეთი სათაურით სტატია „რეზონანსში“ წაიკითხავთ.