LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარსზე რუსეთიდან სომხეთში მიმავალ გადამღებ ჯგუფს არ ატარებენ მანქანის ზედმეტად „სამხედრო შეფერილობის“ გამო

163
71914744-462760464328182-5768862448350134272-n

“ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან გადამღები ჯგუფის ავტომობილს არ უშვებენ, ამის შესახებ ინფორმაციას sova.news -ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი სანქტ-პეტერბურგიდან, რომლის შემადგენლობაშიც ჟურნალისტები და ოპერატორები შედიან, საქართველოს გავლით სომხეთში მიემართებიან, სადაც დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავენ.

სომხეთში ისინი ორი ავტომობილით მიემართებიან, რომელთაგან ერთ-ერთი 1957 წლის ВАЗ-69 არის, ეს ავტომობილი ჟურნალისტების თქმით, ფილმის მთავარი რეკვიზიტია, თუმცა მესაზღვრეები მის საქართველოში შემოშვებაზე უარს აცხადებენ, მიზეზად კი ავტომობილის ზედმეტად სამხედრო “გარეგნობას” ასახელებენ.

მესაზღვრეები სწორედ ამ მანქანის ქვეყანაში შეშვებაზე ამბობენ უარს,თავიდან გვითხრეს, რომ თბილისის გავლით ამ მანქანით ვერ გავივლიდით. მერე გვითხრეს, რომ თუ მანქანის გარე შეხედულებას შევცვლიდით, შესაძლოა გავეშვით. დავიწყეთ მანქანის სპეციალური ცარცით მოხატვა. ამის შემდეგ გამოჩნდა უფროსობა, რომლმაც სხვანაირი საუბარი დაიწყო, გვითხრა, რომ უკან უნდა გავბრუნებულიყავით. ყველა კითხვაზე გვპასუხობდა „დაუკავშირდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, – აცხადებს რეჟისორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები