LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავებისთვის მოძრაობის წესები შეიცვალა

133
larsi

„23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, რუსეთის ტერიტორიაზე ხდება კომუნიკაციების გამოცვლის და ამიტომ მოძრაობის წესში გარკვეული ცვლილებები შედის“, – გადამზიდველთა საყურადღებოდ, განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აქვეყნებს.

„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ 13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო – გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11-დან 6 ზოლამდე შემცირებით“, – აღნიშნულია სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები