LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

329

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტ ძიუდოსტთა შორის, საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა.მან ფინალში დაიკი ნაგაჰაში იპონით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს ამ მომენტისთვის სამი მედალი აქვს. გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მარიამ ჭანტურია მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედალის მფლობელი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძე გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები