ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში იწვევს პანიკურ ქმედებებს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ და 12 ოქტომბერს არის დანიშნული დამატებითი ავიარეისები, მოთხოვნის შემთხვევაში კი რეისის დამატებასაც განიხილავენ.
„ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან .. მე საქართველოში დაბადებული ებრაელი ვარ და ვიცი, რომ ღმერთი შეგვეწევა“ - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები კაკული გურიელაშვილი
„ძალიან მძიმე სიტუაციაა, ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან,“ – ეს განცხადება მომღერალმა კაკული გურიელაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა. გურიელაშვილი ოჯახთან ერთად ქალაქ აშკელონში იმყოფება, რომელიც თავდასხმის ერთ-ერთი ეპიცენტრია. გადაცემაში მომღერალი შვილთან ერთად ჩაერთო. ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი მისი თქმით, დღეს ქალაქზე თავდასხმა დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა, საბედნიეროდ თავდასხმის შედეგად არავინ […]
„როგორც ვიცით, ხვალ დამატებითი რეისია დანიშნული, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი. ხვალ ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება, ასევე 13 რიცხვშიც ვისაუბრებთ რეისის დამატებაზე. დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც დაზუსტებული არ არის, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს მოქალაქეებში ისრაელში იწვევს გარკვეულ პანიკურ ქმედებებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ამასთან, ელჩმა ისრაელში დღეს არსებული ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ვითარება შედარებით სტაბილური იყო.
„ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე, ამის მიუხედავად, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე აღჭურვილობა, რომელსაც რკინის გუმბათი ჰქვია, იგერიებდა თავდასხმის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. დღეს შუადღეს განგაშის სირენა იყო თელ ავივსა და მის შემოგარენში, თუმცა მალევე ჩაწყნარდა მდგომარეობა.
ჩრდილოეთიდან მოხდა ასევე საჰაერო თავდასხმა, სადაც საპასუხო თავდასხმა ჰქონდა ისრაელს. დღეს რეალურად ნელ-ნელა ვითარება იცვლება სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომელიც ბოლო ათწლეულებია, არავის მოუსმენია ამერიკის ლიდერისგან. ის ძლიერი ლიდერია, რომელიც აცხადებს სრულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. ის მოუწოდებს „ჰეზბოლას“ და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ იყოს. ეს სერიოზული გზავნილია ამერიკის მხრიდან, რამაც, წესით, უნდა შეცვალოს და შეარბილოს „ჰეზბოლას“ მხრიდან მოქმედებები ან მეორე, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს აშშ-ის რეაგირებას „ჰეზბოლას“ ქმედებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის ზოგადად ის ვითარება, რომელმაც შეიძლება, ისრაელში უფრო ეფექტური და სწრაფი სტაბილურობა გამოიწვიოს“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.