„ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ – ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად ისიც და მისი მეუღლეც“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა გაბიტაშვილის ახლობელი, ნიკა ხატიაშვილი წერს და აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წევრები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე, ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან
ვიდეოში ასახულია ფიზიკური დაპირისპირება, ფიგურანტები კი უმრავლესობის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე არიან.
მისი თქმით, დაკავებულია ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი:
„მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ – ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც. ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა.
შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი“ – წერს ნიკა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში.
მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ – ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ…
Posted by Nika Khatiashvili on ორშაბათი, 13 იანვარი, 2025