LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტს ებრაელმა მეგობარმა დანაზოგის გაკეთების ოქროს წესი ასწავლა: „ყველაზე გაჭირვებული მაშინ ვიყავი, როცა ქირურგად ვმუშაობდი…“

13428
ლაშა-ღლონტი

ლაშა ღლონტი ჟურნალ „სარკესთან“ დანაზოგის ოქროს წესს ამხელს, რომელიც ებრაელმა მეგობარმა ასწავლა:

„მეც არ ვიცოდი ბევრი რამ, სანამ ჩემმა მოგვიანებით შეძენილმა ებრაელმა მეგობარმა არ მაზიარა სიბრძნეს, როგორ უნდა მართო ფინანსები…

ვთქვათ, დღეში 40 ლარი გაქვს შემოსავალი, თუ 50 ლარს დახარჯავ, ვალები დაგახრჩობს, თუ 40-ს დახარჯავ, ვერაფერს მიაღწევ. 5 ლარი მაინც უნდა გადადო იმ 40 ლარიდან, თავიდან ძნელია, შემდეგ  ეჩვევი, ნებისყოფაც გამოგიმუშავდება, ადვილად მოახერხებ ამ წესით ცხოვრებას და ცოტაოდენ დანაზოგსაც გააკეთებ…“

ლაშა ღლონტი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ფინანსურად ყველაზე გაჭირვებული მაშინ იყო, როცა სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახურში ქირურგად მუშაობდა: „ფინანსურად წელი მოვმაგრე, როდესაც ამ სამსახურს თავი დავანებე და სიმღერა დავიწყე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები