LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე ოლიმპიადიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან – რა ინფორმაციას ავრცელებს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

128
ლაშა გურული ნინო სალუქვაძე

„პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ქართველი ოლიმპიელები – ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე სამშობლოში 11 აგვისტოს დაბრუნდებიან” – ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 21:35 საათზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდებიან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ლეგენდარულ ქართველ ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს, ის მსოფლიოში ერთადერთი ქალია სპორტსმენია, რომელმაც მეათე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა” – აღნიშნავს სამინისტრო.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 21:35 საათზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდებიან…

Posted by საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო on პარასკევი, 09 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები