საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს სამირ შარიფოვსა და მისი დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრო.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროს საკითხები მიმოიხილეს, ასევე, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონულ ჭრილში.