LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

118
99

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს ხელმძღვანელს ასელ ჯუსუპბეკოვას შეხვდა.

მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ღონისძიებები განიხილეს.

2024 წლის 2-5 მაისს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას 4000-მდე პირი მიიღებს, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც საინვესტიციო, ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ოფიცერი რეიჩელ ობფენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები