LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

142
ლაშააა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის წევრები.

მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, 2021-2023 წლებში ეკონომიკური ზრდისა და ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.   

როგორც აღინიშნა, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის განახლებული ჩარჩოს (CPF) მომზადებაზე, რომელიც ქვეყნის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g