LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

110
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დენისა საკოვა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი, „ექსიმ ბანკის“ გენერალურ დირექტორი რასტისცლავ პოდჰორეცი, სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მატუშ ბუშოვსკი.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლაშა ხუციშვილმა სლოვაკეთის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხდა სლოვაკეთის მიერ  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

თავის მხრივ, სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის დიდ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ძალისხმევა ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები