LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა პაპაშვილი: ლარის კურსს შველის ზუსტად ეს, რომ პრემიერი პრობიზნესურია – ახალგაზრდაა, ჯანღონითსავსე, კარგი ოჯახი აქვს

144
5f6b54f7469ad

ყველაზე მთავარი მესიჯი არის ის, რომ ეს პრემიერი არის პრობიზნესური – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ახლა ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაციაა პანდემიის გამო ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ მოტივიც კი მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ პრობიზნესურია, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯანღონით სავსე, განათლებული და რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს. ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ყველა, ვინც კი გამოვიდა, დაახლოებით 15 ადამიანი, ემოციაში იყო. კმაყოფილია იმით, რაც ამ შეხვედრაზე გაიცვალა. ხედვების თანხვედრაა”,- განაცხადა პაპაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შველის თუ არა ეს ყველაფერი ლარს, პაპაშვილი ასე პასუხობს: „ლარის კურსს შველის ზუსტად ეს – ის, რომ პრემიერი პრობიზნესურია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g