LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილი საკუთარ „ბოლო ზარს“ იხსენებს: „ჩემს ოჯახს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ბანკეტისთვის 50 ლარი გადაგვეხადა…“

1390
ლაშა რამიშვილი

ახლახან მოზარდებმა სკოლის დამთავრება – “ბოლო ზარი” აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, მსახიობსა და მომღერალს – ლაშა რამიშვილს წელს განსაკუთრებული ემოციები დაეუფლა, რადგან მისმა უფროსმა ვაჟმა – ლაშა გიორგიმ სკოლა დაამთავრა. ლაშამ ემოციები ჟურნალ „გზას“ გაუზიარა.

ლაშა, როგორი განცდაა, როცა უფროსი შვილი სკოლას ამთავრებს?

ეს მართლა უჩვეულო განცდაა. ფაქტობრივად, სახლში პიროვნება გყავს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, თავისი აზრი გააჩნია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მას უკვე აბსოლუტურად სხვა შეხედულებები აქვს, როგორც ახალი თაობის ყველა წარმომადგენელს. პირადად მე, არ ველოდი, თუ ჩემი შვილი ამდენს “გაქაჩავდა”: ახლაც ვარჯიშზეა, შემდეგ მათემატიკაზე მიდის, მერე – ქართულზე, ინგლისურზე… მოკლედ, შრომობს. “ბოლო ზარი” რომ ჰქონდა, ემოციებით დახუნძლული ვიყავით, თვალზე ცრემლიც კი მომადგა…

მისი „ბოლო ზარის“ ღონისძიებაში თავადაც ხომ არ იყავით ჩართული?

სკოლა, რომელიც ჩემმა შვილმა დაამთავრა, ძალიან შემოქმედებითია. ისეთ ღონისძიებებს აწყობენ, რომელშიც ბავშვები რეალიზებას ახერხებენ. მოკლედ, ყველაფერი ისე ჰქონდათ მოწყობილი, რომ ჩემი ჩარევა საჭირო აღარ იყო…

თქვენი სკოლის დამთავრების პერიოდი როგორი იყო?

მაშინ ჩემს მშობლებს არანაირი ფინანსური სახსრები არ ჰქონდათ. მახსოვს, დედაჩემმა მკერავს „კურტკა” დააჭრევინა, რათა ბანკეტისთვის ჩემთვის კოსტიუმი შეეკერა. ჩემს ოჯახს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ბანკეტისთვის 50 ლარი გადაგვეხადა. ბოლოს ჩემმა დეიდაშვილმა – სოსო ჯულაყიძემ, რომელიც ახლა მოსკოვშია და იქ შრომობს, რეჟისორია, ბანკეტი კამერით უფასოდ გადაიღო. ფაქტობრივად, ასე „გამოვძვერით”, თორემ თანხა არანაირად არ მქონდა, რომ ბანკეტზე წავსულიყავი… რუსთავში 2 სკოლა გამოვიცვალე: დაწყებით კლასებში სხვაგან ვსწავლობდი, სწავლა კი სხვაგან დავასრულე. „ბოლო ზარი” ორივე სკოლას ერთსა და იმავე დღეს ჰქონდა. დაწყებითი კლასების მეგობრები ცოტათი გამინაწყენდნენ, რადგან მათთან მისვლა ვერ მოვასწარი – „ბოლო ზარი” იმ სკოლაში აღვნიშნე, რომელშიც სწავლა დავასრულე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g