ლაშა რამიშვილი ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ ოჯახის უზრუნველსაყოფად მისი მთავარი შემოსავალი თამადობაა.
ცნობილი თამადა ხართ და სუფრებზე გიწვევენ. ესეც ხომ თქვენი ოჯახის შემოსავლის წყაროა?
ლაშა რამიშვილი:
„რა თქმა უნდა, ძირითადი წყაროა. ჩემი ოჯახის სარჩენი თანხის ნახევარზე მეტი ამ საქმიანობიდან შემომდის.
თამადობა, ლხინის გაძღოლა ძალიან საპატიოა. გარდა იმისა, რომ სიტყვა-პასუხი, ცეკვა-სიმღერა და იუმორი მოგეთხოვება, ხშირად რამდენიმე თვით ადრე იწყება სამზადისი, შეხვედრები, საიდუმლოდ ცალკე – პატარძლისთვის, ცალკე სიძისთვის ვამზადებთ სიურპრიზებს. ყველაფერში ჩართული ვარ და საბოლოოდ ისე ვმეგობრდებით, ურთიერთობა მისვლა-მოსვლით გრძელდება…“