LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილისა და ტატო გოდერძიშვილის დუეტი თბილისზე

14

Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ტატო გოდერძიშვილი ესტუმრა. მომღერალმა პირდაპირ ეთერში მსმენელს ცოცხალი შესრულება შესთავაზა. ასევე, უკვე გამართულ სოლო კონცერტზე, საერთაშორისო ჯილდოებსა და ახალ პროექტზე ისაუბრა, რომელშიც „ვია 75“-თან ერთად მონაწილეობს. გადაცემის ბოლოს კი ჯუმბერ ჯანდიერის მიერ თბილისზე შექმნილი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელსაც გადაცემის წამყვანი ლაშა რამიშვილი, ტატო გოდერძიშვილთან ერთად ასრულებს.

სუფრასთან ყოფნა გვარგია, თუკი სასმელი კარგია… მაგრამ მანამდე, მითხარი როდის გამოვლინდა შენში სიმღერის ნიჭი?

დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ საინტერესო საღამო გველის. ეს პირველ რიგში უფლის საჩუქარია, მღეროდნენ პაპა-ბებია, დედ-მამა, მე ოთხი წლიდან ვმღერი რობერტ ბარძიმაშვილთან. 11 წელი მოსკოვში ნუგზარ კვაშალთან, ბესო კალანდაძესთან, ზურა დოიჯაშვილთან, ზურა კობეშავიძესთან და მანანა თოდაძესთან ერთად ვმოღვაწეობდი. ეს ძალიან დიდი სკოლა იყო. 20 საერთაშორისო ფესტივალი მაქვს მოგებული, აქედან ყველა პირველი ადგილია. რაც შეეხება სუფრას, მე მთვრალი ვერ ვმღერი, თუმცა, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე…

რამდენიმე თვის წინ შენი სოლო კონცერტი იყო…

21 სიმღერა ვიმღერე და ყველა მათგანი ცოცხლად. მინდა, რომ ყველა ადამიანს, ვინც ჩემს კონცერტში მონაწილეობა მიიღო, დიდი მადლობა გადავუხადო.

ვიცი, რომ „ვია 75“-ის აღდგენა ხდება…

დიახ, ბესო კალანდაძე ხელმძღვანელობს. ანსამბლი თავიდან შეკრა. დაამატა საყვირები. კაკო ვაშალომიძე, თემურ ნიკოლაიშვილი, გია მაჭარაშვილი, კობა ბეშიტაშვილი უკრავენ, მე კი სოლისტი ვარ. ჩავატარეთ არაერთი კონცერტი. პირველი გამოსვლა იყო თელავში. წარმატებით მიდის ჩვენი საქმე. საინტერესო პროგრამა გამოგვივიდა. ახლა რუსულ ენოვანი სიმღერების ჩაწერა დავიწყეთ, იქნებ უკრაინაში ან ლიტვაში გავიდეთ, შორეული გეგმებია, მაგრამ იმედია გამოვა.

ხშირად გვიწვევენ სუფრასთან, ალბათ ქალბატონებიც აქტიურობენ…

კი ხშირია. სხვათაშორის არ არის ჩემი მეუღლე ეჭვიანი ადამიანი, მაგრამ რაღაც ეტაპზე, ძალიან რომ გააქტიურდებიან ხოლმე, მესმის ხოლმე მისი. ქალბატონები ჩვენთვის მთელი ცხოვრებაა, სუფრასთანაც უფრო მოკრძალებით ხარ…

ახალი სიმღერა მოგვიტანე…

დიახ, ჯუმბერ ჯანდიერის სიმღერაა. სიმღერა ეძღვნება თბილისს. ლაშა რამიშვილთან ერთად ვმღერი. ის ბევრი ლამაზი სიმღერის ავტორია, ლექსიც მისია, რაც შეეხება არანჟირებას, მისი ავტორი ცირა ბზიშვილია. დიდი მადლობა მას ამისთვის. ის რომ არ ყოფილიყო, ჩემი სოლო კონცერტი არ შედგებოდა. მინდა ჩემი ანსამბლი „ხარება“ მოვიკითხო, მე მათ მეხუთე წელია ვპროდიუსერობ. ისინი გურჯაანიდან არიან და ძირძველ ქართულ სიმღერებს მღერიან. ერთ-ერთი მათგანი გამოგვაკლდა სამწუხაროდ, 23 წლის ბიჭი, რომელიც მშენებლობიდან გადმოვარდა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს.

ტატო გოდერძიშვილი & ლაშა რამიშვილი – თბილისო

AudioTATO GODERDZISHVILI LASHA RAMISHVILI TBILISO

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audio/Gvino Duduki. Tato Goderdzishvili

ტატო გოდერძიშვილი – ლიანები. Live


ტატო გოდერძიშვილი – მუხამბაზი. Live

ტატო გოდერძიშვილი – თბილისის სიყვარულს. პოეზია არ დაიდარდოში

ტატო გოდერძიშვილი. “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები