ლაშა ტალახაძემ რომში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო თასზე მეტოქეებს დიდი უპირატესობით მოუგო.
ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
ასევე ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
სულ ქართველმა მძლეოსნებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი – 2 ბრინჯაო.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ის ზედიზედ მეოთხედ გახდა საუკეთესო სპორტსმენი.